Ugly duckling-plan
დასახელება : An ugly duckling
პროექტის მთავარი იდეა თემა: მოსწავლეები დახვეწენ მეტყველების უნარს, გამოიყენებენ შესწავლილ ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ( არსებითი სახელი, ზმნა, ზედსართავი სახელი)- მინი დიალოგებში მოხდება ენის პრაქტიკული გამოყენება, როლური გათამაშება.
პროექტის მიზნები: მოსმენის , მეტყველების და ენის გამოყენების უნარების დახვეწა განვითარება.
პროექტის მთავარი იდეა თემა: მოსწავლეები დახვეწენ მეტყველების უნარს, გამოიყენებენ შესწავლილ ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ( არსებითი სახელი, ზმნა, ზედსართავი სახელი)- მინი დიალოგებში მოხდება ენის პრაქტიკული გამოყენება, როლური გათამაშება.
პროექტის მიზნები: მოსმენის , მეტყველების და ენის გამოყენების უნარების დახვეწა განვითარება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.III.1.
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., გაიმეორე, მოისმინე, აიღე ფანქარი, მოდი დაფასთან და სხვა);
· ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
უცხ.დ.III.2.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/ მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
· რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
· ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როგორი და სხვა);
· ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
· ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
· ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას
· ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე(ცეკვავს, დარბის, დახტის, დაფრინავს, ცურავს და სხვა);
· აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
· ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.
მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· გამართულად კითხულობს ნაცნობ წინადადებებს;
· ტექსტში პოულობს და კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილს;
· თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
· მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, სათამაშოების ან ცხოველების აღმნიშვნელ სიტყვებს და ა.შ.);
· ტექსტში პოულობს ილუსტრაციის შესაბამის მონაკვეთს;
· მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., როგორი, ვინ, რა ფერის, რამდენი);
მიმართულება: წერა
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აფორმებს ნახატებს/ილუსტრაციებს წარწერებით;
· ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით);
· ნიმუშის მიხედვით ქმნის მცირე ზომის ტექსტებს.
მიმართულება : ლაპარაკი
უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს და ასრულებს სიმღერებს;
· ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;
· იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
· ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს;
· ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტის შინაარსს (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
· ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს.
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იწერს დავალებებს (მშობლიურ ენაზე) და ასრულებს მათ;
· უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
· მოაქვს საჭირო ნივთები;
· ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
· ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
· მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
· ხვდება და აღნიშნავს საკუთარ შეცდომებს;
· სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება;
· ცდილობს, შეავსოს თვითშეფასების მარტივი სქემები.
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
· უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
· თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
· მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
· მონაწილეობს ჯგუფურ სამუშაოებში.
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს სახელმძღვანელოში მოცემულ სიმბოლოებს, ლოგოებს;
· იყენებს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს;
· ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, წარწერიან ილუსტრაციებს, კოლოფს).
მონაწილეთა ასაკი: მეოთხე კლასი
ვადები/ხანგრძლივობა : 8 გაკვეთილი ( 15.11.16-02.12.16)
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეო ჩანაწერი, პროექტორი კომპიუტერი,კალამი, რვეული, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები
წინარე ცოდნა : მოსწავლეებმა სახელმძღვანელოდან შეისწავლეს მინი ტექსტი : " მახინჯი იხვის ჭუკი" , ასევე გრამატიკული მასალიდან ფლობენ : მოდალურ ზმნას " can" -ს " შეძლება"-ს; არსებითი სახელს, ზმნას , ზედსართავი სახელს.
აქვთ განვითარებული თანამშრომლობითი უნარები,ახერხებენ პირადი ნივთების ორგანიზებას.
სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლეები: 3 (
ინდივიდუალურად მოხდა მათთან კონკრეტული საკითხების დამუშავება მუშაობის
დასაწყისში ძირითადი მარტივი სიტყვების შესწავლა , ხოლო შემდეგ კონკრეტული
პერსონაჟების სიტყვის დამუშავება)
პროექტის მსვლელობის ძირითადი აქტივობები:
პირველი გაკვეთილი - მოსწავლეები უყურებენ ვიდეო ჩანაწერს 2 ჯერ. ასახელებენ დამახსოვრებულ ზმნებს, არსებით სახელებს, ასევე ზედსართავ სახელებს.
მეორე გაკვეთილი :დავალება : იმახსოვრებენ / ანმტკიცებენ ამოწერილ სიტყვებს
მესამე გაკვეთილი : მოსწავლეები იწერენ მახინჯი იხვის ჭუკის სცენარს,
დავალება :ბაძავენ ინტონაციას აფორმებენ ჩაწერილ სცენარს , აკეთებენ ჩანახატებს.
მეოთხე გაკვეთილი : მოსწავლეები როლური თამაშით კითხულოებენ ჩაწერილ სცენარს, ხდება გამოკვეთილი სუსტი მხარეების დამუშავება -გამოთქმა/ სიტყვების შესწავლა
მეხუთე გაკვეთილი :მოსწავლეები კვლავ უყურებენ ვიდეო ჩანაწერს- პაუზების დროს ჯგუფურად წარმოთქვავენ მოქმედი პირების სიტყვებს.
დავალება : მოსწავლეები ინდივიდუალურად ირჩევენ ზღაპრის გმირს ამზადებენ მოქმედი პირის ნიღაბს
.
მეექვსე გაკვეთილი : დავალება: ყველა მოქმედი პირის სიტყვის გამეორება/ განმტკიცება
მეშვიდე გაკვეთილი :მოსწავლეები სრულად წარმოადგენენ სცენარს, როლების გადანაწილება ხდება კლასში - წინასწარ დაუგეგმავად -
მოწმდება მათი დავალება.
მერვე გაკვეთილი : მოსწავლეები იყოფიან სამ-ჯგუფად და ასრულებენ პრეზენტაცია- რეპედიციას. ემზადებიან საჩვენებელი ღონისძიებისთვის.
მეცხრე გაკვეთილი : საჩვენებელი სპექტაკლი, რომელსაც დაესწრნენ მშობლები და მასწავლებლები. სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი სერთიფიკატები.
ხოლო , შემდეგ გაკვეთილზე მათ მიიღეს წამახალისებელი საჩუქრები -რბილი სათამაშო მახინჯი იხვის ჭუკი.
მერვე გაკვეთილი : მოსწავლეები იყოფიან სამ-ჯგუფად და ასრულებენ პრეზენტაცია- რეპედიციას. ემზადებიან საჩვენებელი ღონისძიებისთვის.
მეცხრე გაკვეთილი : საჩვენებელი სპექტაკლი, რომელსაც დაესწრნენ მშობლები და მასწავლებლები. სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი სერთიფიკატები.
ხოლო , შემდეგ გაკვეთილზე მათ მიიღეს წამახალისებელი საჩუქრები -რბილი სათამაშო მახინჯი იხვის ჭუკი.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას :
მოსწავლეთა ენობრივი უნარების განვითარება, შედეგი თვალსაჩინოა ვიდეო ჩანაწერებზე.
ნიღბები, ბლოგი, სცენარის ჩანაწერი ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლის პორტფოლიოში.
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია: kekeliatamari@gmail.com
სამუშაო პროცესი და შექმნილი პროდუქტი:
სპექტაკლის შემდეგ მიიღეს საჩუქრები:
დაპირებული საჩუქრები მიიღეს პატარა მსახიობებმა , ძალიან ბედნიერი ვარ მათ გახარებულ თვალებს რომ ვხედავ.... წარმატებები!
რეფლექსია: დასახული მიზნების
განხორციელება სრულად მოხერხდა ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე-
მიმართულებების მიხედვით გაწერილი მიზნების შესაბამისად,რაც კარგად ჩანს გადაღებულ
ვიდეო მასალაში (-სამუშაო პროცესში) და ასევე სპექტაკლის პრეზენტაციის დროს.
გეგმის მიხედვით წარიმართა ყველა აქტივობა და წარმატებით
განხორციელდა,განსაკუთრებით პრეზენტაციის დღე გახლდათ დასამახსოვრებელი
მოსწავლეებისათვის როდესაც სრულად
წარმოადგინეს ჯგუფებში შესრულებული მინი სპექტაკლი, მოსწავლეებმა შეისწავლეს
მოქმედი პერსონაჟების სიტყვა და წარმატებით განახორციელეს როლური თამაში რაც მათი ენობრივი
უნარ-ჩვევების განვითარებას მოიცავდა, დიდი მონდომებით იყო ყველა მოსწავლე ჩართული
მათ შორის სსიმ მოსწავლეებიც. (3)
პროექტის შედეგად შეიქმნა სპექტაკლი, ვიდეო მასალა - მოსწავლეებს გადაეცათ
წამახალისებელი სერთიფიკატები და ასევე საჩუქრები ( იხვის ჭუკი) განსაკუთრებით
დიდი ემოცია გამოიწვია გადაღებული ვიდეოს ერთად ყურებამ, რომლის დროსაც
მოსწავლეები აკვირდებოდნენ საკუთარ წარმოდგენას და თავად გამოხატავდნენ აზრს თუ
რომელ ნაწილში უფრო მეტი ან ნაკლები ემოცია სჭირდებოდათ როლის უკეთ
წარმოდგენისათვის.
No comments:
Post a Comment